ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი მუხთარლის საქმეზე რეზოლიციის პროექტის კენჭისყრის გადადებას ითხოვს. მოთხოვნა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნორიკა ნიკოლაიმ დააყენა.
,,ამ საქმეზე აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც ტარდება გამოძიება. დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების დაცვით არ გამოირჩევა, მაგრამ სანამ ბრალდებებს წამოვაყენებთ, უნდა ნათელი მოვფინოთ სიტუაციას, უნდა გავერკვეთ მასში, თორემ ამ ბრალდებებით სიტუაციას ვძაბავთ. ამიტომაც მოვითხოვ, რომ რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა გადაიდოს“, - განაცხადა ნორიკა ნიკოლაიმ.
მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები დასრულდა. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა.
მათმა ნაწილმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.