ევროპარლამანტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და პასუხი აგებინოს დანაშაულის ჩამდენ პირებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტშია ნათქვამია, რომლის განხილვაც 15 ივნისისთვის არის დადგემილი.
ევროპარლამენტის რეზოლუცია "შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხგისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ".
ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი იძულებით დაბრუნება აზერბაიჯანში.
პროექტში წერია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის უპირობო გაათავისუფლებისკენ მოუწოდებს.