ერთადერთი თემა, რომელზეც ახლა მიდის დისკუსიები, არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის ნაწილი მომხრეა მაჟორიტარული საარჩევო სისტემა დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მისივე განცხადებით, მოიძებნება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ ჩავარდება.
"ერთადერთი თემა, რომელზეც ახლა მიდის დისკუსიები, არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. მომხრეები ჰყავს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, ასევე არის საკმაოდ დიდი ჯგუფი, მათ შორის მე, რომელიც ვფიქრობთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უზრუნველყოფს მეტ წარმომადგენელს პარლამენტში, უფრო პლურალისტური იქნება პარლამენტი და უფრო დემოკრატიული იქნება პროცესები.
ჩვენ ვფიქრობთ მოვძებნოთ გარკვეული კონსენსუსი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ჩავარდება, თუმცა გარკვეული შიდა კონსულტაციები გვიწევს. ვფიქრობ, გამოსავალს ვიპოვით ამ ვერსიიდან და შევჯერდებით ვერსიაზე, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას",- განაცხადა ჩუგოშვილმა.