საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშიწარადგინა. მინისტრს, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრებმა მოუსმინეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ექვსი თვე, საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, იყო საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივწარმატებული, მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან შემაჯამებელი ანგარიში. თითქოს სიმბოლურია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაშიჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან თავი მოიყარა აქტიურმა თანამშრომლობამ. წელს, ჩვენ, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლისთავს აღვნიშნავთ. მინდაგამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის", -განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საგარეო პოლიტიკის შესახებ" რეზოლუციისა და სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით სამინისტროს 2017 წლისპრიორიტეტები დაიგეგმა და მათი განხორციელების გზები განისაზღვრა. სწორედ ამ გზით მიღწეულ შედეგებს წარმოგიდგენთ დღეს. ჩვენი ამოცანაა საქართველოსთითოეულმა მოქალაქემ თავი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს და იცხოვროს, ერთიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულქვეყანაში", - მიმართა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის წევრებს.
მინისტრმა 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „ეს ტრაგედია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისტკივილია და ამავდროულად, ერის კონსოლიდაციის ნათელი გამომჟღავნებაა", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მან განვლილი 6 თვის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით, სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. პირველ რიგშიყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით,განსაკუთრებით - საოკუპაციო ხაზებით გამოყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისკონსოლიდაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულუკანონო ქმედებებზე.
„ჩვენი აქტიური ძალისხმევით პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან სათანადო შეფასება მიეცა რუსეთის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯებს დაგაკეთდა დამგმობი განცხადებები. გარდა ამისა, მიმდინარე წელს უკვე ორჯერ მოხდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. ესიყო პირველი შემთხვევა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პირადად მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ღია დებატებში და გაეროს წევრებისთვისმიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან ყურადღება გაამახვილა ჟენევისსაერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდზე, სადაც სამუშაო ჯგუფებში რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების შესახებ საკითხი დაისვა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე კიდევ უფრო აქტიური ჩართულობაა ევროპის საბჭოში. მისივე თქმით, გრძელდება მინისტრთამოადგილეების კომიტეტზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება,რომელშიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა გამოიხატა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის სესიაზე, რომელმაც კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებულირეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსისშესახებ".
მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმად, თურომელიმე ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობებიდაამყარა, იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს. მან აშშ-ის სენატში წარდგენილ საქართველოსტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც ისაუბრა. „ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრების დასაელჩოების აქტიური მუშაობის და იმ პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის კუთხით გვაქვს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მან საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაზეც და საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტზე - ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა.მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რაც ვიზის ლიბერალიზაციისამოქმედებას გულისხმობს.
„ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ვიმედოვნებთ რომ ეს პროცესი ასევე წარმატებითგაგრძელდება და შეფერხებები არ იქნება. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ ოფიციალურადაც განვაცხადეთ, რომ ინტენსიურადვაგრძელებთ ევროინტეგრაციულ პროცესებს. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გეგმა,რომელიც ჩვენს საბოლოო მიზანთან დაგვაახლოებს, ჩვენს ქვეყანას ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს და იმ საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს, რომელსაცევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებზე რომელსაცევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გეგმა, ითვალისწინებს. ასევე, ისაუბრა ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ქართული დიპლომატიის ძალისხმევა კვლავაც მიმართულია ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფროგანმტკიცებისკენ. მისივე თქმით, აქტიური დინამიკაა შენარჩუნებული ევროპის ლიდერ ქვეყნებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასა და გაერთიანებულსამეფოსთან. განსაკუთრებით გააქტიურებულია პოლიტიკური დიალოგი უკრაინასთან. მისივე განმარტებით, გაიმართა, როგორც საკანონმდებლო, ასევეაღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და უახლოეს მომავალში საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უკრაინისპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვევა.
საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის -საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა.
„ალიანსის მხრიდან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა, როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური კუთხით. პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთავდაცვისუნარიანობასა და მდგრადობის განვითარებაში ასევე, წევრობისთვის მომზადებაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და მაღალი დონის ვიზიტებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ნატო-სსაპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელსაც 26-29 მაისს საქართველომ უმასპინძლა. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, იმ დიდიშრომისთვის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან კარგი ორგანიზებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რომელმაც კიდევერთხელ გააძლიერა ჩვენი პოლიტიკური ინტეგრაციის ტექნიკურ ინტეგრაციასთან თავსებადობის პროცესი", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და ხაზი გაუსვა ასამბლეისმიერ საქართველოზე, მიღებულ დეკლარაციას, რომელიც მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს. მისივე თქმით, პრაქტიკული თანამშრომლობისთვალსაზრისით, წარმატებით ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი. „როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა ჩვენ მზად ვართ წვლილიშევიტანოთ ნატო-ს ძალისხმევაში გაუმჯობესდეს უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ორმხრივ დიპლომატიაზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ძალიან მოკლე პერიოდშიდამყარებულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება. „აღსანიშნავია ჩემი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რომელიც მისი დამტკიცების შემდეგ ძალიან მოკლედროში შედგა და იყო მის მიერ უცხოელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრათაგან ერთ-ერთი პირველი. ეს ხაზს უსვამს ამერიკასა და საქართველოს შორის მჭიდროსტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივ ინტერესს, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა მინისტრმა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წარმომადგენლებთან. უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტს აშშ-ში, რომელთა ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.
„პარლამენტის, მთავრობის და ჩვენი დიპლომატების ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს უპრეცედენტოდ აქტიურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებიამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ, სხვა პარტნიორი ქვეყნებთან მიმართებაშიც. ეს არის საქართველოსადმიგამოვლენილი ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის განცხადებით, საქართველო აგრძელებს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირებისგაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. მისივე თქმით, მიმდინარე წელი ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობით გამოირჩევა მეზობელ ქვეყნებშიც. მანყურადღება გაამახვილა ოფიციალურ ვიზიტებზე თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით. „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხორესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალივაჭრობის შეთანხმება გააფორმა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ღრმავდება ურთიერთობები ინდოეთთან. ასევე, გაიზარდა იაპონიის კერძოსექტორის ინტერესი საქართველოში ჩამოყალიბებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს მიმართ. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, მისი იაპონიაში ვიზიტისას მიღებულიიქნა გადაწყვეტილება, რომ იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს გაამარტივებს და საქართველოსთან ორმხრივი ინვესტიციებისშეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს.
მინისტრმა ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზეც გაამახვილაყურადღება.
მრავალმხრივ დიპლომატიაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ 1 იანვრიდან, 1 წლის ვადით სუამ-ის თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რომლისპრიორიტეტებია: ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური კონსოლიდაციის გაძლიერება, დარგობრივი თანამშრომლობისა და პარტნიორ ქვეყნებთან/ორგანიზაციებთანურთიერთობების გაღრმავება, ასევე აქტიური საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრისას მან ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს წვლილზე გაამახვილაყურადღება.
მიხეილ ჯანელიძემ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზეც ისაუბრა.
ასევე, ყურადღება გაამახვილა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეზე, რომელსაც საქართველო მიმდინარე წელს, 60-მდე ქვეყანასთანაღნიშნავს. „საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ორგანიზებას უწევს კულტურული ღონისძიებებისჩატარებას", - განაცხადა მომხსენებელმა.
მინისტრმა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და დიასპორასთან ურთიერთობების განმტკიცებაზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა იოსებ ოსორაულის საქმესაც გამოეხმაურა. „სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის. ჩვენ ვაგრძელებთმუშაობას ყველა შესაძლო არხით ნებისმიერ ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა. საქართველოს მთავრობას ერთი წუთითაცარ შეუჩერებია მუშაობა. მთავრობა დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, კონგოსთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისოორგანიზაციებთან მისი ბედის გასარკვევად. განხორციელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ვიზიტი კონგოში და მიმდინარეობს დიალოგი ამვითარებასთან რაიმე შემხებლობის მქონე ყველა შესაძლო მხარესთან", - განაცხადა მინისტრმა და როგორც აღნიშნა, მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯისთაობაზე საქმის კურსში იყო იოსებ ოსორაულის ოჯახი.
მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია გამტაცებლების მიერ გამოსასყიდის სახით გარკვეული ოდენობის თანხის მოთხოვნის შესახებ. „ გადაჭრით უნდა ითქვას, რომმას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო არცერთ დონეზე, არც ერთ მოლაპარაკებაზე არ დამდგარა გამოსასყიდის ან რაიმე თანხის მოთხოვნისსაკითხი", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მოხსენების შემდეგ მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„ის ფორმატი, რომ მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ძირითად პრიორიტეტებს პასუხობდა, ძალიანმნიშვნელოვანია. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სრული სერიოზულობით ეკიდება პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და პოლიტიკას", -განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს სამინისტროსა და დიპლომატიურ სამსახურების ასეთი წარმატებული დანაყოფიერი მუშაობისთვის.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ასეთი ფორმატების მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ასევე, ჩვენიმოქალაქეების ინფორმირების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ ასეთი შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.