იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს უჭერენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს საფრთხე იმისა რომ აღნიშნული სისტემის გაუქმების საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდეს.
,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავნჯდომარე მაჟორიტარებს რეგიონების მიხედვით ხვდება.