დღეს, 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს მოუსმენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ აცნობა.
მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო ექვსი თვის საქმიანობაზე გაამხვილებს ყურადღებას.
"მინისტრი კომიტეტში ექვსი თვის წინ იყო და გვინდა, რომ ეს ექვსი თვე შევაჯამოთ. ასევე, კითხვები დაისმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესახებათ საგარეო პოლიტიკის განხორციელება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.