ვფიქრობ, საქართველოს გადავეცით საკმაოდ ბევრი და ახლა იმპლემენტაციის დროა, რომ მოვახდინოთ ყველა არსებული შესაძლებლობის მატერიალიზება, - ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის გულისხმობს ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას. მისივე განცხადებით, ევროპის სტანდარტების უზრუნველსაყოფად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
"გვაქვს ზრდა ვაჭრობისა და ფინანსური ინვესტიციების კუთხით, მაგრამ მთელი პოტენციალი გამოყენებული ჯერ არაა. ახლა დროა, რომ ყველამ ყურადღების კონცენტრაცია მოვახდინოთ და დემონსტრირება იმის, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომა უნდა გვქონდეს", - განცხადება იოჰანეს ჰანმა გააკეთა.