თურქეთის ქალაქ იზმირის ქარაბურნუს ღია წყლებში მიწისძვრა მოხდა. საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის მახლობლად მომხდარი მიწისძვრა სტამბოლში, თექირდაღში, ჩანაქქალეში და იზმირშიც იგრძნობოდა.
კანდილის ობსერვატორიის განცხადებით, ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრა 6,2 მაგნიტუდას შეადგენდა. თურქეთის დროით 15:31 წუთზე მომხდარ მიწისძვრას რაიმე სახის ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.