ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრის შეფასებით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში კონსერვატიული პარტიის ყველაზე ღირსეული და ნიჭიერი წევრები მოხვდნენ. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის ახალ კაბინეტში თანამდებობას შეინარჩუნებს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი, ასევე, ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი, შინაგან საქმეთა მინისტრი ემბერ რადი და თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი. ტერეზა მეის განცხადებით, ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება ევროკავშირიდან გასვლაზე წარმატებული მოლაპარაკებაა.