თბილისში, მეტრო „რუსთაველთან“ ჯგუფ „ბირჟა მაფიის" დაკავებული წევრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ჯგუფის დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მათი თქმით, დაკავებულ გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს ნარკოტიკები ჩაუდეს და იმ ვიდეოკლიპის გამო ისჯებიან, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.
მათ თან აქვთ პლაკატები - "შსს დასაბმელია"; "ხმაურის დროა".
აქციაზე ასევე იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი