2017 წლის 10-13 ივნისს, საქართველოს ვიზიტით იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) პრეზიდენტი შინიჩი კოტაოკა ეწვევა.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. შინიჩი კოტაოკას ვიზიტის ფარგლებში, თბილისში JICA-ს რეგიონალური ოფისი საზეიმოდ გაიხსნება. გარდა ამისა, ილიას უნივერსიტეტში, ჯაიკას პრეზიდენტი მოინახულებს მზის სისტემის პანელებს, ასევე იაპონელი ტყვეების მემორიალს, დაათვალიერებს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალს და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. აღსანიშნავია რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან, მისი ფინანსური კონტრიბუციით საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართულებით.