სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ სამინისტროებსა და მერიაში შიდა აუდიტის სამსახურების გაუქმებას ითხოვს.
როგორც პარტიის ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მათ 15 თვის განმავლობაში შეისწავლეს შიდა აუდიტის სამსახურების თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება და ამ სამსახურების მიერ ჩატარებული კვლევები.
მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში, 9 სამინისტროსა და მერიის შიდა აუდიტის სამახურების შრომით ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან დახარჯულია 4 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი, საიდანაც პრემია-დანამატებზე გაცემული თანხა მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, პრემია-დანამატის გაცემის მიმართულებით დედაქალაქის მერია ლიდერობს, საიდანაც შიდა აუდიტის სამსახურისთვის გაცემულმა პრემია-დანამატმა 300 ათას ლარს გადააჭარბა.
მისივე განცხადებთ, 9 სამინისტრომ ინფორმაციის გაცემაზე მათ უარი უთხრა.