ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია".
ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორმა, მამუკა მანჯგალაძემ შეასრულეს შოპენის, ლაღიძის, ყანჩელის და ლეჰარის კლასიკური ნაწარმოებები. ღონისძიებაზე, დიუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის საეკლესიო გუნდმა „ივერიონი" მსმენელისთვის ქართული სიმღერები შეასრულა. კონცერტი ბელგიის საელჩოში საქართველოს საელჩოს, ვალონია-ბრიუსელის ფედერაციისა და ბრიუსელში ქართული ეკლესიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ბრუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ბელგიის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა მიღება, რომელსაც ვალონია-ბრიუსელის რეგიონში საქართველოს საპატიო კონსულმა ბარონმა ერნესტ დელამინ დე ბექსმა უმასპინძლა.
მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის ინსტიტუტების, ბელგიის სახელმწიფო სტრუქტურების, კულტურული ინსტიტუტების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.