"ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები" "ზოგად-ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსში" ცვლილების შეტანას ანტიდემოკრატიული ტენდენციის დაწყებად მიიჩნევენ და კანონპროექტის ინიციატორებს მოუწოდებენ, არ იქნას მიღებული აღნიშნული საკითხი. შესაბამისი განცხადება დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამათულ ბრიფინგზე, პარტიის წარმომადგენლებმა, გია ცაგარეიშვილმა და თეა წულუკიანმა გააკეთეს.
როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, კანონპროექტში გატარებული პრინციპები ეწინააღმდეგება ევროკონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. წულიკიანის მტკიცებით, აღნიშნული შეზღუდვის დაწესება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.
"საჭიროების შემთხვევაში თავად ევროკონვენცია უშვებს შეზღუდვის არსებობას, თუმცა ეს უნდა გამომდინარეობდეს გარდაუვალი სოციალური საჭიროებიდან და შეასბამისად, თუკი ასეთი საჭიროება იარსებებდა საჯარო ინფორმაცია ისედაც დაიხურებოდა", - აცხადებს თეა წულუკიანი და დასძენს, რომ ამ კანონპროექტის კანონდად ქცევა დაუდებს სათავეს ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ ტენდენციას. ამასთან, წულიკიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის და მისი სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, ქვეყანა აღნიშნულ სასამართლო პროცესს წააგებს და ამის გამო შესაძლოა ქვეყანას დიდი რაოდენობით კომპენსაციის გადახდაც კი დაეკისროს.
"სწორდ ამიტომ ჩვენ გვიდნა ქვყანას ავაცილოთ ეს საფრთხეები და მოვუწოდებთ საკანონდმებლო ორგანოს, ეს კანონპროექტი არ იქცეს კანონად", - აცხადებს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ საუბარია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წვერების მიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს "ზოგადადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსში" ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად მოქალაქეებს აღარ ექნებათ უფლება გაეცნონ საჯარო ინფორმაციას, რომელიც თავს მოიყრის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში და დაკავშირებული იქნება საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოებში დავების წარმოებასთან.