მკაფიოდ მინდა გითხრათ, გვიხარია და მოგვწონს, რომ ისინი იმეორებენ ჩვენს განცხადებებს ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთობლივ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვზე.
მისივე თქმით, პირველი იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დააკვნა იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი და გავითვალისწინებთ კონსტიტუციის მიღების პროცესში.
“ოპონენტები ქართული ოცნების განცხადებებს იმეორებენ. პირველი იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დააკვნა იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი და გავითვალისწინებთ კონსტიტუციის მიღების პროცესში. მან ასევე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე საპარლამენტო განხილვები არ დაიწყება. სწორედ ისე დავიწყეთ საპარლამენტო განხილვები, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე იქნება მიღებული, მოგვეცემა მისი განხილვის საშუალება. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, მკაფიოდ მინდა გითხრათ, გვიხარია და მოგვწონს, რომ ისინი იმეორებენ ჩვენს განცხადებებს ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით“,- დასძინა არჩილ თალაკვაძემ.