“პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი არ ნიშნავს მის კომპეტენციებს. სტატუსსა და კომპეტენციებს შორის არის მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური პროექტის განხილვისას განცხადა.
მისივე განცხადებით, მაღალი სტატუსი პრეზიდენტს უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპეტენციები არასწორად დარეგულირდეს.
“ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს. რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს საპარლამენტო მართველობის. ბუნებრივია, ხალხს უკვირს რას ქვია, სახელმწიფოს მეთაური ქვეყანას არ მართავს, რას ქვია მთავარსარდალი ჯარს ბრძანებას არ აძლევს და ა.შ, მაგრამ ეს არის საპარლამენტო მართველობა.
პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი არ ნიშნავს მის კომპეტენციებს. სტატუსსა და კომპეტენციებს შორის არის მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი. მაღალი სტატუსი პრეზიდენტს უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპეტენციები არასწორად დარეგულირდეს“, - განმარტა კობახიძემ.