10 ივნისს, მელიქიშვილის 10 ნომერში, „ტფილისის ჰამქრის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება.
ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწედებენ, მივიდნენ აქციაზე და კომპანია m2-ს არ მისცენ ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ადგილას სასტუმროს აშენების უფლება.
"ქართული სტილის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის (ყოფილი ტუბერკულიოზის დისპანსერი) შენობა საფრთხეშია! ნაგებობა კომპანია m2-ის საკუთრებაა, რომელსაც მის ნაცვლად სასტუმროს აშენება აქვს განზრახული. უნებართვო დემონტაჟი დაწყებულია! ჩვენ სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენით ორჯერ მივმართეთ შესაბამის უწყებებს არქიტექტორ კ. ლეონტიევის მიერ 1929-30-ან წლებში, აშენებული ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
მივმართავთ ყველას, ვისაც ადარდებს თბილისის ბედი! ვინც ფიქრობს, რომ ქალაქი ჩვენია! ვინც იცის, რომ ინვესტიცია არ უნდა კლავდეს, ისტორიულ მემკვიდრეობას! განსაკუთრებით მივმართავთ მათ, ვინც წლების მანძილზე დადის ჰამქრის ტურებზე, რათა აღმოაჩინოს უცნობი თბილისი.. დღეს ქალაქს მელიქიშვილის 10-ში უჭირს - ამიტომ შევიკრიბოთ, შაბათს, 10 ივნისს, დღის 3 საათზე, მელიქიშვილის 10-თან და ვუთხრათ ქალაქის მერიას, ინვესტორს/m2-ს ვეღარ დაანგრევ!!! თბილისს ჰყავს პატრონი!
კონკრეტულ მოთხოვნებს აქციაზე გაგაცნობთ. გელით”,- ნათქვამია „ტფილისის ჰამქრის“ მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ განცხადებაში.