დღეს საღამოს ინგუშეთში უცნობმა პირებმა საპატრულო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ორი მილიციელი გარდაიცვალა, ერთი ჰოსპიტალიზებულია.
"ამ საღამოს უცნობმა პირებმა საპატრულო ავტომობილი დაცხრილეს. თავდაპირველად დაიჭრა სამი სამართლდამცავი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ერთი კი უმძიმეს მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია", _ იუწყება რუსული მედია.