ოთარ ფარცხალაძეს გამოძიებასთან რაიმე დასამალი არ აქვს, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძე პირველივე დაძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.
„ოთარ ფარცხალაძე პირველივე დაძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ჩვენ მივცემთ იმ ინფორმაციას, რაც საკუთარი თვალით ნახა ოთარ ფარცხალაძემ. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ოთარ ფარცხალაძეს გამოძიებასთან რაიმე დასამალი არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე ადვოკატთან ერთად საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე გამოკითხავენ.