როგორც ადვოკატმა თქვა, ინციდენტი იყო წამიერი, - ასე უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძიმ ჟურნალისტების შეკითხვას თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა.
მისივე განცხადებით, მისი მხრიდან ლაშა თორდიას მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში, რამდენიმე წუთში დაიწყება. მას გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე გამოკითხავენ.
ფარცხალაძე განყოფილებაში ადვოკატებთან - გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად ცოტა ხნის წინ მოვიდა. ის აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.