საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პოლიტიკური პარტიების მაქსიმალურად აქტივობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მეტი აქტივობისაკენ მოუწოდებს მათ, რათასაზოგადოება უფრო მეტად ჩაერთოს ცვლილებების განხილვისა და დისკუსიის პროცესში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მანამდეც ძალიან აქტიური იყო და მომავალშიც აპირებს აქტიურობას, იმისათვის, რომ კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონია, რომელთანაც ჩვენი ბედით ვართ დაკავშირებული და რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა, იყოს მაქსიმალურად გამართული, იყოს დაბალანსებული,იყოს სწორი, ღირებულებითი დებულებების მატარებელი.
„ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას. ბუნებრივია, ყველას აქვს თავისი გეგმა ამმიმართულებით და ყველა თავისი გეგმით განახორციელებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ინტერესი ამშემთხვევაში რომ მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია, დაცული უფლებები, უფრო მეტადგარანტირებული სახლემწიფოებრივი უსაფრთხოებისა თუ საერთოდ, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების დაცვა, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მზადაა იმ საკითხების განსახილველად, თუსხვადასხვა მიმართულებით აქტივობებისათვის გარკვეული ფორმატების შექმნის სურვილი იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ აქ შეკრებილი იყო აბსოლუტურად ერთმანეთისაგან პოლიტიკური გემოვნებით, მსოფლმხედველობით განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთანდაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკური ძალებიც, ყველანი ერთად თანხმდებიან იმაზე, რომმომავალი კონსტიტუცია ერთერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის, თუ სხვა ინსტიტუციების ერთობლივი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.