იმისთვის, რომ აბსოლუტურად თავს გასული „ქართული ოცნება“ თავის ადგილზე დაჯდეს და მიეთითოს, რომ მას არ აქვს უფლება, ხალხს ჩამოართვას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა, ხმას ვისაც აძლევს, ის ხმა წაიღოს გამარჯვებულმა და ა.შ. საჭიროა აქტიურობა, - ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა ნიკა რურუამ კონსტიტუციის თემაზე პრეზიდენტთან პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა, ვისაც კონსტიტუციის მნიშვნელობა ესმის, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს.
"ყველა, ვისაც ამის მნიშვნელობა ესმის, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს. ამ პროცესში ჩართული ვართ ჩვენ, ჩართულია პრეზიდენტი და ისე, როგორც შეგვიძლია, ამ დრაკონულ ცვლილებებს ხელს ვუშლით. ძალაუფლებას ჩვევია თვითგანდიდება. იმისთვის, რომ აბსოლუტურად თავს გასული „ქართული ოცნება“ თავის ადგილზე დაჯდეს და მიეთითოს, რომ მას არ აქვს უფლება, ხალხს ჩამოართვას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა, ხმას ვისაც აძლევს, ის ხმა წაიღოს გამარჯვებულმა და ა.შ. საჭიროა აქტიურობა", - აღნიშნა ნიკა რურუამ.