ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში. შემთხვევას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. წინასწარი ინფორმაციით, მეოთხე კლასის მოსწავლე სახლიდან გამოვიდა და ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
სასწრაფო დახმარებამ დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.