დონალდ ტრამპმა ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. კონგრესის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი თეთრი სახლის ლიდერმა უკვე მოაწერა. მანამდე ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში გაიმართა. დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი 97-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ ორმა სენატორმა მისცა.