„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, იმაზე რომ ჯერ შეიძლება ჩატარდეს პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები, ესაა კომპრომისზე მინიშნება, რომელიც პერსონალურ ფაქტორთან არის დაკავშირებული. თუ პრეზიდენტი ჩვენს ამ ნაბიჯს არასწორად მიიღებს, მაშინ შეიძლება კომპრომისმა აზრი დაკარგოს და მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. რაც შეეხება გაისად პრეზიდენტის არჩევის წესის ამოქმედებას, ამაზე მსჯელობა გრძელდება, მსჯელობა გაგრძელდება კომისიაშიც საქართველოს პარლამენტში და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. მე არ მაქვს იმის მანდატი, რომ საბოლოო ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო.“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „რეაქციის“ ეთერში. მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობას ითხოვს მოქმედი კანონმდებლობა და არა უმრავლესობასა და გიორგი მარგველაშვილს შორის დაპირისპირება.
მანვე გადაცემაში ბოლო დროინდელი კვლევის შედეგებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მარგველაშვილის ლიდერობის არ სჯერა, თავად კვლევები კი მის უკან მდგომი ძალების სურვილთა გახმიანება უფროა, ვიდრე ობიექტური შედეგები.