ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა.
უცნობია მკვლელობის მორტივი. როგორც „ჯი ეიჩ ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.