თეთრ სახლში აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო.
ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა.
დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება.
დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.