„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ გადაცემა „პოლიტმეტრში“ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება საშუალება, რომ უმცირესობის წევრებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრონ.
„ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვითხოვთ, რომ მნიშვნელოვანი მინისტრები მოვიდნენ პარლამენტში, რათა ჩვენ გვქონდეს მათთან დებატების საშუალება. ჩვენ მთავრობის დამტკიცების შემდეგ არცერთი, ხაზს ვუსვამ არცერთი მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი არ მოსულა პარლამენტში და არ მოგვეცა მათთან დებატების საშუალება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ისინი ვალდებულნი არიან, ფრაქციის მოწვევის შემთხვევაში მოვიდნენ პარლამენტში და კითხვებს უპასუხონ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ამიტომ ჩვენთვის ეს იქნება შესაძლებლობა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მათ შორის ეკონომიკასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები წამოვწიოთ“. - განაცხადა სერგი კაპანაძემ.