დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც ადასტურებს. დეკანოზი პარტიარქთან და სინოდის წევრებთან გასაუბრებას ითხოვს.
„4 აპრილის დილიდან, მან საკვების მიღებაზე უარი თქვა. მისი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა მოხდეს პატრიარქთან და წმინდა სინოდის წევრებთან. ამ შიმშილობის თაობაზე ოფიციალურად არის დაფიქსირებული შეტყობინება, დღეს რომ ვინახულე მამა გიორგი, დაწესებულების ხელმძღვანელმა დამახვედრა და გადმომცა, სადაც მითითებულია, რომ მან განაცხადა ოფიციალურად შიმშილობა. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მას აქვს რაღაც სათქმელი პატრიარქისთვის და სინოდის წევრებისთვის,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.