რუსული დრონი კიევის დნიპროვსკის რაიონში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
„დნიპროვსკის რაიონშიდრონი 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. გაჩნდა ხანძარი. შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე მიემართებიან“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.