საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდა. მათ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე ისაუბრეს.
„პირველ რიგში, არასამთვრობო სექტორთან ვაპირებთ პოზიციების შეჯერებას, მათი მოსაზრებების მოსმენას, ჩვენი მხრიდან გარკვეულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, შევთანხმდეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ამ ეტაპზე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, ერთობლივად კონკრეტული სარჩელის მომზადებას,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.