„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში GDS-დან გადასულმა დირექტორმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო დებატები არ მიაწოდოს საზოგადოებას
„დღეს დილიდან საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გვარცელდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, რომელიც GDS-დან გადავიდა ამ არხზე, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის სხდომის, ბიუროს, კომიტეტების ლაივს აღარ მიაწვდის კომერციულ არხებს, გარდა იმ მასალისა, რომელიც გავა მეორე არხზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ის მწვავე დებატები, რომელიც გვაქვს პარლამენტში, ბიუროზე, კომიტეტებზე მოსახლეობამდე ვეღარ მივა და თუ შესრულდა ეს გადაწყვეტილება, ნიშნავს იმას, რომ დღეს რა პრობლემებიც არის საზოგადოებაში: დაბალი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე, ინფლაცია, გაზრდილი სახელმწიფო ვალი და დისკუსია რომელიც ჩვენ გვაქვს ხოლმე პარლამენტში აღარ იქნება საზოგადოებასთან მიტანილი. ასევე, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვერ გაიგებენ თუ რისი წინააღმდეგი ხართ თქვენ. მაგალითად: რამდენიმე დღის წინ, დარგობრივ კომიტეტზე თქვენ წინააღმდეგ მიეცით ხმა იმ წინადადებას რომელიც ეხებოდა გადასახადების გაუმჯობესებას, ბიზნესის ზრდას და მტელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ ამის შესახებ გაიგოს მოსახლეობამ“, - განაცხადა კაპანაძემ.