საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. მოსმენებისკანონთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკონსტიტუციოსარჩელთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე და „რესპუბლიკელების" წარმომადგენელითამარ კორძაია ესწრებოდნენ.
ანა დოლიძის განცხადებით, ფარული მიყურადების ახალი, გამართული, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებასთანდაკავშირებით ყველას მაღალი ინტერესი აქვს. ამ ეტაპზე კი, მნიშველოვანია, მოხდეს კოორდინაცია ყველა იმ ჯგუფს შორის, რომელსაც აქვს სერიოზული ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით.