დეპუტატები სესიაზე დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.
ცვლილებები თამბაქოს შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულების მეპატრონე 500-დან 5 ათას ლარამდე დაჯარიმდება.
ასევე საუბარია ყველა სახის რეკლამის აკრძალვაზე, მათ შორის ბილბორდებზე. კანონპროექტს დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ.
მათი აზრით, ცვლილებები აუცილებელია, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამით არცერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს.