პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯეავასა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს. ჯეჯელავას თქმით, არ იცის დაესწრება თუ არა ანგარიშის წარდგენას, თუმცა თავად ფორმატს უბრალოდ მოსმენაც ეყოფა და კითხვა-პასუხის რეჟიმი არაა საჭირო. კახა კალაძე კი პრემიერ-მინისტრთან ერთად გეგმავს პარლამენტში მისვლას.
„რამდენიმე მინისტრი დაესწრება, შეიძლება მეც ვიყო ამ შემადგენლობაში, საბოლოო კონსულტაცია არ დაგვისრულებია. რაც შეეხება დებატების ფორმატს, აუცილებლობას კონკრეტულად ამ ფორმატის ვერ ვხედავ, თუმცა საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს,“ - განაცხადა ალქესანდრე ჯეჯელავამ.