ამერიკის საელჩოსთან „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს. მათ საქმის დეტალები საელჩოს ეკონომიკურ ოფიცერს გააცნეს და საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება თხოვეს.
საქმეში ოფიციალურად 2500-მდე მეანაბრეა, რომელთა საერთო ზარალი 67 მილიონ ლარს აღწევს. დაზარალებულები საგამოძიებო კომისიის შექმნას და ხელისუფლების მიერ დაკარგული თანხის ანაზღაურებას ითხოვენ.
„მე ჩემი ქონება უნდა დამიბრუნდეს. ვინ უნდა დააბრუნოს? სახელმწიფომ, ეროვნულმა ბანკმა. ამ თაღლითთან ერთად ტანდემში როგორც იყვნენ, ისევე ვალდებულები არიან რომ დააბრუნონ“- განაცხადა ერთერთმა დაზარალებულმა