საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "IRI"-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" კვლავ არ ენდობა ჩატარებულ კვლევებს და როდესაც თავად ჩაატარებენ კვლევას, შედეგები მკვეთრად განსხვავებული იქნება.
"თავს შევიკავებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებზე კომენტარის გაკეთებისგან. იცით ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად კვლევების მიმართ, რომელიც კეთდება სხვა სუბიექტების მხრიდან. არჩევნების წინ ვამბობდით, რომ კვლევები არ იძლეოდა არჩევნების შედეგების გამოცნობის საშუალებას, განსხვავებით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებისგან. სავარაუდოდ ჩავატარებთ კვლევას, რაც მოგვცემს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ პროგნოზი, რომელიც დაკავშირებული იქნება მუნიციპალურ არჩევნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის მაღალი და შესაბამისად შედეგი მუნიციპალურ არჩევნებში იქნება მაღალი. ჩვენ სხვადასხვა კომპანიებს ვუკვეთავთ კვლევებს, რომელთა მიმართ გვაქვს ნდობა. ეს კვლევები გვაძლევს არჩევნების შედეგების პროგნოზირების საშუალებას, განსხვავებით იმ კვლევებისგან რომლებიც სხვა სუბიექტებისგან იდება ხოლმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ რომ "საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული ოცნებას - 26 %; ნაციონალური მოძრაობას - 15 %; ევროპული საქართველოს -7 %; ლეიბორისტული პარტიას - 6%; პატრიოტთა ალიანსს - 4%; თავისუფალი დემოკრატებს - 3%; დემოკრატიული მოძრაობას - 2%; გირჩი - 1% და რესპუბლიკური პარტიას –1 % აქვთ