"ჩვენ მყარად ვრჩებით ამ პოზიციაზე. დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია, სამართლიან პრინციპებს შეესაბამება. თუ რამე ხარვეზებს აღმოაჩენს ვენეციის კომისია ამას სრულად გავიზიარებთ. ველოდებით რეკომენდაციებს. დოკუმენტს კომისიას აპრილის ბოლოს გადავუგზავნით და შენიშვნების შემთხვევაში მათ სრულად გავიზიარებთ", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გააკეთა
საქართველოში უკვე იმყოფებიან ვენეციის კომისიის წევრები, ჯგუფს კომისიის მდივანი თომას მარკერტი ხელმძღვანელობს. მათ უკვე გამართეს შეხვედრები საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.