„2012 წლიდან ქართული ოცნება დაადგა ხელისუფლების უზურპაციის გზას და შესაბამისი საკანონმდებლო პოლიტიკაც გაატარა“- ეს განცხადება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის საშუალებით მთავრობა ცდილობს საკუთარ ნებას დაუქვემდებაროს მაღალი დამოუკიდებლობის მქონე უწყებები.
„თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ და მაინც საბოლოო პროდუქტი ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამ საზიანო პროდუქტზე და მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ კომისია,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ
მისი თქმით, მთავრობა ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტიც მის კონტროლს დაუქვემდებაროს. თუმცა იმედი აქვს, რომ ვენეციის კომისიის ჩარევა გამოასწორებს სიტუაციას.