გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მორიგი სოციოლოგიურ კვლევაში პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს - 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე 50%- ით.
IRI-მ მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 3 აპრილის გამოქვეყნდება.