„მომავალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული,ის შედარებით აკადემიური ფიგურა უნდა იყოს“- ეს სიტყვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილს ეკუთვნის, მისი თქმით, დახურულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ სწორედ ამგვარად დაახასიათა მომავალი პრეზიდენტი.
„საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი ართულებს ქვეყანაში ვითარებას, სულ ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ სიარული არ ჭირდება პრეზიდენტის არჩევას. პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილებები გააჩნია, რომელსაც ვერ აუხსნის მოსახლეობას. სამწუხაროა, რომ ასეთი არგუმენტებით ცდილობენ მოსახლეობისათვის თავის არიდებას.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილვილმა.
ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას ირაკლი კობახიძემ უპასუხა.
„ეს კომენტარები არის წარმოუდგენელი, მსგავსი არაფერი არ თქმულა დღეს ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ორგანიზებით. საუბარი იყო პრეზიდენტის პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევის წესის უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.