საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ახალ გაცხადებას აქვეყნებს. იგი სასამართლო სისტემას კორუფციაში სდებს ბრალს. მისი თქმით, სავაჭრო პალატის სამ წევრს კორუმპირებული მოსამართლის საშუალებით ასობით მილიონი ლარი წაართვეს.
"მივმართავ საზოგადოებას, დააკვირდნენ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დანაშაულებრივად მოაზროვნეები, რომლებიც გეგმავდნენ უცხოური კომპანიების ხარჯზე ფულის გაკეთებას, ორგანიზებას გაუკეთებენ ჩემს წინააღმდეგ მიმართულ მედია კამპანიას, რათა შელახონ ჩემი რეპუტაცია. გარდა ამისა, ისინი შეეცდებიან გამოიყენონ მართლმსაჯულება ჩემს საწინააღმდეგოდ და ასევე ეცდებიან ფიზიკური ზიანიც მომაყენონ. ამ დამნაშავეებს მე ვეუბნები: შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ ბინძური ჟურნალისტი დაიქირაოთ, გამოიყენოთ თქვენი ოფიციალური კონტაქტები ან ვინმე დაიქირაოთ ჩემს მოსაკლავად. ვერაფერი მაიძულებს მე არ ვილაპარაკო სიმართლე და არ დავიცვა ჩემი წევრები თქვენი შანტაჟისა და რეკეტისგან. როდესაც თქვენ მე მომკლავთ, სხვა ფადი ასლები წამოდგებიან ფეხზე თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ. იცოდეთ, რომ მე უკვე დავაგზავნე ინფორმაცია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე და შესაბამისად, რაც არ უნდა მომივიდეს მე, ჩემი ოჯახის წევრებს თუ ჩემს პარტნიორებს, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ," - ნათქვამია ფადი ასლის განცხადებაში.