ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. კლიპში საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილება საქართველოს მოუწია. მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ბიომეტიული პასპორტების შემოღება.
საუბარია ევროკავშირთან საპოლიციო და სამართლებრივი თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ტრეფიკინგთან ბრძოლაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე, უკანონო მიგრანტთა რეადმისიის ვალდებულებაზე. „საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ევროკავშირში“, - აღნიშნულია Twitter-ზე ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.