საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საჩივრით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ფადი ასლიმ სასამართლო კორუფციაში დაადანაშაულა. მან მაგალითად სამი საქმე მოიყვანა : „ფილიპ მორისსა“ და „თბილისის თამბაქოს“ შორის დავაში მოსამართლემ უცხოურ კომპანიას 92 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, „ომეგა ჯგუფსა“ და „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ საქმეში კი ამ უკანასკნელს 270 მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს, ამჟამადაც მიმდინარეობს საქმე „ტერა ბანკის“ შესახებ.
ოპოზიცია ეთანხმება გამოთქმულ ბრალდებებს და ხელისუფლებას კორუფციისთვის ხელის შეწყობაში ადანაშაულებენ, თუმცა უმრავლესობა ამ ფაქტს ცილისწამებად აფასებს.