ე.წ. „ციანიდის საქმეში“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურას დროის გაჭინაურებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პროკურატურას საკმარისი დრო ჰქონდა მოსამზადებლად და წინასასამართლო სხდომის გადადების საჭიროება არ არსებობს.
„სათანადო მტკიცებულებები რომ ყოფილიყო სრულყოფილი, შესაბამისად, მოგეხსენებათ, წინასასამართლო სხდომა დანიშნული არის 5 აპრილს 11 საათზე და მე მგონი თავისუფლად შეეძლო ბრალდების მხარეს ემოქმედა და სრული მტკიცებულებები წარედგინა იმ ბრალის დასამტკიცებლად, რაც მოხდებოდა შემდეგ საქმის არსებითი განხილვის დროს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი სასამართლოსთვის აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, რადგან არ არსებობს დეკანოზის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი.