საქართველოს შსს-სა და ევროპოლს შორის 4 აპრილს შეთანხმება გაფორმდება, - ამის შესახებ საქართვ ელოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მრებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებთან საერთშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გარღმავების მიმართულებით ასევე უმნიშვნელოვანესია ისტორიული შეთანხმება საქართველოს შსს-სა და ევროპოლს შორის, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მღებრიშვილმა.