საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ფადი ასლის მიერ სასამართლოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აფასებს.
„მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის აბსურდული, მას არ აქვს წარმოდგენა, რა არის ასეულობით მილიონი. მან 2 გადაწყვეტილება მიიღო და სადღაც 270 მილიონამდე ჯარიმა დააკისრა უცხოურ კომპანიებს. საერთოდ მასშტაბში არის აცდენილი, საერთოდ ვერ ხვდება რა გააკეთა. ან არის საერთოდ არაკომპეტენტური, ან გვაქვს კორუფციასთან საქმე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და აქცენტს კანონმდებლობაზე აკეთებს, მათი თქმით, მოსამართლეები ამჟამინდელი კანონმდებლობით იღებენ გადაწყვეტილებას და მის დახვეწაზე პარლამენტმა უნდა იზრუნოს.
„ასე ხელაღებით საუბარი კორუფციაზე ეს სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი უწყება, არის უპასუხისმგებლო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები, როგორ მინიმუმ, არის უპასუხისმგებლო და ყველა მათგანს სჭირდება არგუმენტირება და დადასტურება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.