„როდესაც მეკითხებიან, კორუფციის რა მტკიცებულება გაქვს, ჩემი პასუხია - როდესაც ვგრძნობ ნაგვის სუნს, არ მჭირდება ვინმემ დამიდასტუროს, რომ ეს ნაგავია. რაც ვლადიმერ კაკაბაძემ გააკეთა, სირცხვილია,“ - ეს განცხადება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციაა და ამის მაგალითად მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ ინვესტორების მილიონობით ლარის დაჯარიმების ფაქტი მოჰყავს.
„განვიხილავთ გზებს, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს მართლმსაჯულება კორუმპირებული მოსამართლეებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლოს სისტემის სანდოობასა და იმიჯს. ასევე ძირს უთხრიან საინვესტიციო კლიმატს საქართველოში, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ჩვენ პარიზში, 3 ყველაზე ცნობილ მოსამართლეს გადავუგზავნეთ და როდესაც ისინი საქმეებს გაეცნენ, ეს მათთვის შოკი იყო,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.
მისი თქმით, თუკი კორუფციული გარიგებები გაგრძელდება, იგი ქვეყანას დატოვებს.