ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ვიზალიბერალიზაციის პროცესს ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყნის მიერ მიღწეულ ამ შედეგს გაფრთხილება ესაჭიროება. ამანასთანავე, არსებობენ ძალები, რომლებისთვისაც უსიამოვნოა საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება, ამიტომ შესაძლოა პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი.
„გამოწვევაა პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის რაღაც სამარადჟამო მონაპოვარი და ამას აუცილებლად სჭირდება გაფრთხილება, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე თითოეული მოქალაქის მხრიდან, რომელიც გადაწყვეტს, რომ გაემგზავროს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ,“ - განცხადა ვანო ჩხიკვაძემ.