ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რაიმონდს ვეიონისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლეთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდნენ.
ეს, პრეზიდენტის რანგში, ვეიონისის პირველი ვიზიტია საქართველოში. ქართული მხარე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აფასებს ამ ვიზიტს,იმ ფონზე, როცა საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმი უნდა ამოქმედდეს. ლატვია საქართველოს მხარდამჭერია ამ პროცესში, - აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.